სიახლეები

გამგეობაში „აი სი ჯგუფის“ აგროდაზღვევის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

09 ოქტ, 2014

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, 9 ოქტომბერს მარნეულის გამგეობაში „აი სი ჯგუფის“ აგროდაზღვევის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას გამგეობის ხელმძღვანელი პირები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები,   ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.„აი სი ჯგუფის“ აგროდაზღვევის პროგრამის მიხედვით სადაზღვევო რისკებისგან იფარება შემდეგი სასოფლო სამეურნეო კულტურები: მარცვლეული, პარკოსანი, ბაღჩეული, ვაზი, ხეხილი, კენკროვანი, კაკლოვანი, სუბტროპიკული, ციტრუსები, ვაზი და ხეხილი.აღნიშნული პროგრამით ხდება როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის საფერმერო ბიზნესის დაზღვევის სუბსიდერება მიახლოებით პრემიის 80% ოდენობით.პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი ან აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები.დაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მოსავლისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია- სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან.აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს. აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში სულ 4 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია - „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „აი სი ჯგუფი“ და „ირაოა“ ჩართული. {AG}2014.10.09-agrodazgveva{/AG}

სხვა სიახლეები