გამგებელი გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
11 ოქტომბერს გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი“-ს მიერ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეთნიკურად აზერბაიჯანელმა 350 გოგონამ და მათმა მშობლებმა, სადაც განიხილეს საქართველოში გოგონა/ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ ადრეულ ასაკში ქორწინების და იძულებით ქორწინების პრობლემატიკა. საუბრის ძირითადი თემა იყო ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფით შედეგები. მონაწილეები ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს გაეცნენ, სადაც განხილული იყო ადრეულ ასაკში ქორწინების სტატისტიკა და საკანონმდებლო სიახლეები, რომელიც იძულებით ქორწინებას სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს. შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო.ბავშვებმა და მშობლებმა თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს საკითხის სიმწვავისადმი და ისაუბრეს პრევენციული ღონისძიებების არსებობის აუცილებლობაზე.