სიახლეები

მარნეულის გამგეობას სამუშაო ვიზიტით გერმანელი ექსპერტები ესტუმრნენ

13 ოქტ, 2014

13 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო ვიზიტით  კასელის უნივერსიტეტის პროფესორები ჰართმუნტ ფოსტმანი, ბიატრისე კნერი და  გერმანიაში  ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი  საწარმოო ქსელის მფლობელი ანდრეას ფერი იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე,  რომელსაც გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის  ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა  ა.ა.ი.პ მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის სპეციფიკა განიხილეს და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზეც ისაუბრეს.სტუმრებმა  ორგანული ნარჩენების გადამამუშავების საკითხებთან დაკავშირებით  გამგეობის ხელმძღვანელ პირებს გერმანული გამოცდილება გაუზიარეს და  საწარმოს მარკეტინგული მიმართულებით   გარკვეული რჩევები მისცეს.შეხვედრის დასრულების შემდეგ  გერმანელ ექსპერტთა ჯგუფის წევრები  მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოშიც მივიდნენ და არსებულ  მდგომარეობას ადგილზე  გაეცნენ. {AG}2014.10.13-samushao.shekhvedra.gamgeobashi{/AG}

სხვა სიახლეები