სიახლეები

შეხვედრა გამარჯვებულ მოსწავლეებთან

16 ოქტ, 2014

16 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა მოსწავლეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტში,  „ერთად ევროპული არჩევანისთვის“. გამარჯვებულებს გამგებელმა წარმატება  მიულოცა, ხოლო მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.  

პროექტი სახელწოდებით: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ ახალგაზრდა ადვოკატებმა“,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სსიპ „ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელეს, რომელიც  ამა წლის 29 სექტემბერს დასრულდა.ორგანიზატორებმა პროექტის მიმდინარეობის ოთხთვიანი  პერიოდი შეაჯამეს და  ის მოსწავლეები დააჯილდოვეს, რომლებმაც პროექტის ფარგლებში გამართული ანალიტიკური სტატიების კონკურსში, თემაზე: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“, მონაწილეობა მიიღეს. პროექტში ანალიტიკური ნაშრომები  მარნეულის მუნიციპალიტეტიდან  ექვსი საჯარო სკოლის თორმეტმა მოსწავლემ წარადგინა.  კონკურსში გამარჯვებული თემის ავტორები დიპლომებით, პლანშეტური კომპიუტერებით  და სამახსოვრო წიგნებით  დაჯილდოვდნენ.

სხვა სიახლეები