გამგეობაში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
16 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ევროპის სახლის ორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების ამოქმედების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგეობის ხელმძღვანელი პირები, ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები და ფერმერები.
საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები რაც აუცილებელია ხელშეკრულების მოთხოვნების განსახორციელებლად. ასევე ისაუბრეს მოსალოდნელი ფინანსური რისკებისა და მოულოდნელი ხარჯების თავიდან აცილების შესაძლებლობებზეც. საინფორმაციო შეხვედრის ბოლოს დამსწრეთა შორის დისკუსიაც გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. {AG}2014.10.16-evrokavshiris.xelshekruleba{/AG}