სიახლეები

კაჩაგანში სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17 ოქტ, 2014

   მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის  პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2014 წლის  ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტი კვლავ  სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა - რეაბილიტაციაა.

  სასმელი წყლის ხუთკილომეტრიანი მოცულობის მაგისტრალური  მილსადენის   სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება სოფელ კაჩაგანშიც, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 560 000 ლარი გამოიყო. ამ დროისთვის  სამუშაოების მოცულობის 50%-ია შესრულებული და მას შპს „ბილდინგ-დეველოპერ“ ახორციელებს. პროექტი მიმდინარეა და ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.  აღსანიშნავია, რომ  მაგისტრალური მილსადენი რეაბილიტაციის შემდეგ  სასმელი წყლით უზრუნველყოფს  სოფელ კაჩაგნის, თქალთოსა და კასმუსლოს მოსახლეობას. {AG}2014.10.17-kachagani{/AG}

სხვა სიახლეები