მარნეული ძიუდოს რეგიონალურ პირველობას უმასპინძლებს
19 ოქტომბერს, 11:00 საათზე მარნეულის სპორტული სკოლისა და ქვემო ქართლის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით, თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს სკოლაში გაიმართება ქვემო ქართლის პირველობა ძიუდოში.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის- მარნეულის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, რუსთავის, ბოლნისისა და წალკის წარმომადგენელი სპორტსმენები. შეჯიბრში გამარჯვებულებით დაკომპლექტდება ქვემო ქართლის ნაკრები გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში.