მარნეულის ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ მარნეულში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერეს - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მარნეულში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - გიორგი კობერიძემ და შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა.
ვინაიდან მარნეულის ნაგავსაყრელი წლების მანძილზე ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ და ქმნიდა ეკოლოგიურ და სანიტარულ პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საკითხის შესწავლის საფუძველზე შემუშავდა ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ქ. მარნეულში არსებული მოქმედი ნაგავსაყრელის მოწესრიგებას გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით. მარნეულის მოქმედი ნაგავსაყრელის მონახულების შემდეგ გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა სტუმრებთან ბატონ გიორგი კობერიძესთან და ბატონ გიორგი შუხოშვილთან ერთად ქ. მარნეულში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილი ტერიტორიაც მოინახულეს, სადაც 2015-2018 წლებში აშენდება ახალი საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელი. {AG}2014.10.19-axali-nagavsayreli{/AG}