მარნეულმა რეგიონალურ ტურნირს უმასპინძლა
19 ოქტომბერს, 11:00 საათზე მარნეულის სპორტული სკოლისა და ქვემო ქართლის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით, თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს სკოლაში გაიმართა ქვემო ქართლის პირველობა ძიუდოში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის - მარნეულის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, რუსთავის, ბოლნისისა და წალკის წარმომადგენელი სპორტსმენებმა. ტურნირში გაიმარჯვა ოცდაექვსმა ძიუდოისტმა. სწორედ ესენი წარმოადგენენ ქვემო ქართლის ნაკრებ გუნდს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში.