მარნეულში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
წელს ქალაქ მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 411 180 ლარი დაიხარჯა.
ამ დროისათვის გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია - პუშკინის, წერეთლის, ტაბიძის, სამედ ვურღუნის, თაყაიშვილის, ხალილოვის, ორბელიანის, ნარიმანოვის ქ.ჩიხი №1, №2, №3, №4, რასულზადეს, 300 არაგველის, 20 იანვარის, რუსთაველის, გურბანოვის, იაღლუჯის (ყოფილი ცეკავშირის გვერდზე), სულხან-საბას, ნიზამის, ქიქოძის, რუსთაველის ქუჩის XII შესახვევის მონაკვეთი „ბ“ და „გ“-ს, აზი ასლანოვის ქუჩის მონაკვეთი „გ“-სა და ნარიმანოვის X ჩიხის მონაკვეთი „ბ“-ს ქუჩებზე. ხოლო, ჯავახიშვილისა და 26 მაისის კორპუსი #32 „ა“ და „ბ“-ქუჩებზე ამ დრომდე მიმდინარებს სარიაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც პირველი ნოემბრისთვის იგეგმება. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე, მოასფალტდა გზები და მოეწყო ბორდიურები. ქალაქში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა - შპს „სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი-ს საქართველოს ფილიალმა.“ {AG}2014.10.22-gzebis.reabilitacia{/AG}