სიახლეები

USAID-ის წარმომადგენლობის ვიზიტი მარნეულის გამგეობაში

23 ოქტ, 2014

  23 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამისა და   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების საქმეთა სამსახურის უფროსი დევიდ რესაიდი და საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის დემოკრატიისა და მართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე დევიდ სტოუნჰილი ეწვივნენ.

მათი სტუმრობის მიზანი ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმის მიმდინარეობის პროცესი, მისი დინამიკა და შემაფერხებელი ფაქტორები იყო. შეხვედრაზე ისაუბრეს  საჯარო მოხელეთა ატესტაციასა და საკადრო საკითხებზე, ხელისუფლების დეცენტრალიზაციაზე,  კერძოდ, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის გამიჯნვაზე.  საუბარი შეეხო აგრეთვე,  არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას. მათ შორის ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს.  გამგებელი მარაბ თოფჩიშვილი სტუმრებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან, საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდობის კავშირთან და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან  თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.  შეხვედრის დასასრულს ბატონმა დევიდ სტოუნჰილმა გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თბილისში 31 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მიიწვია, სადაც საპილოტე პროექტის ფარგლებში მოხდება თვითშეფასების კრიტერიუმების პრეზენტაცია.

სხვა სიახლეები