გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 24 ოქტომბერს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა და საქველმოქმედო- ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა.
ფონდი- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, USAID/NEO-სთან ერთად თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „ამხანაგობების შექმნა და განვითარება დევნილთა ჩასახლებაში“. სამუშაო შეხვედრაზე, პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, ამხანაგობების მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა განიხილეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის საკითხზეც იმსჯელეს. როგორც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, პროექტის ფარგლებში ორმოცდაცხრა ამხგანაგობა შეიქმნა, მოხდა ხელოსნების პროფესიული გადამზადება, განხორციელდა ეკონომიკური საგრანტო პროგრამები და ასევე ჩატარდა ტრენინგები ამხანაგობის ინსტიტუციის განვითარებასა და თვითმმართველობის როლზე. {AG}2014.10.24-samushao.shekhvedra{/AG}