სიახლეები

მოსახლეობისთვის შეშის მომარაგების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

24 ოქტ, 2014

მარნეულის ჩაის სახლში მოსახლეობისთვის შეშის მომარაგების  საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, პრემიერ მინისტრის თანაშემწე სავალან  მირზოევი და   ქვემო ქართლის სატყეო დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიპაროიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე  მარნეულში ტყეკაფებისა და საშეშე მასალის სიმწირის პრობლემაზე  ისაუბრეს და   მოსახლეობისთვის სათბობი რესურსის  უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.  ქვემო ქართლის სატყეო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კიპაროიძემ შეხვედრის დამსწრეებს ქვემო ქართლისთვის  2014-2015 წლის ზამთრის სეზონისთვის  გამოყოფილი მერქანული რესურსის მოცულობის მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ  საშეშე მერქანის რესურსი - 50 000 კბ/მ- ს შეადგენს.  სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში საშეშე მერქნის მოცულობის მიზნობრივი ხარჯვის მიზნით, სოფლებში, თითოეული  კომლისთვის განკუთვნილი  ლიმიტის ათვისების კონტროლის მექანიზმის შემუშავებაზეც იმსჯელეს.როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა განაცხადა, მოსახლეობისთვის შეშით მომარაგების  პრობლემა - წლების განმავლობაში ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვამ გამოიწვია. მისი თქმით ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისთვის პრობლემატური საკითხის გადაჭრის მიზნით, შესაბამის სამსახურებთან კორდინაციის რეჟიმში  აქტიურად მუშაობს, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი სირთულეები.მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში თითოეული კომლისთვის საშეშე მასალის ლიმიტი 7კბ/მ- ითაა განსაზღვრული. {AG}2014.10.24-samushao.shekhvedra.chais.sakhlshi{/AG}

სხვა სიახლეები