სიახლეები

მარნეულში IV ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ჭიდაობა-ძიუდოში

24 ოქტ, 2014

  24 ოქტომბერს, მარნეულში, სპორტული ცენტრის ATA - HOLDING - ის დარბაზში ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამფუძებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი IV ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა  ჭიდაობა-ძიუდოში, 2000-2001 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. შეჯიბრში მონაწილება  მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 12 გუნდმა.

  ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და მარნეულში სტუმრად ჩამოსული გუნდების წევრები  თენგიზ  ნავერიანის სახელობის სპორტულ სკოლას ეწვივნენ. მათ გარდაცვლილი სპორტსმენის ხსოვნას პატივი მიაგეს და  ბიუსტი  ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.  შეჯიბრის შედეგად,  პირველი ადგილი  თბილისის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე გავიდა ქვემო ქართლის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი  გორისა და ლენტეხის გუნდებს  ერგო. ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად სამახსოვრო  მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები  გადაეცათ.  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, რომელიც შეჯიბრს  გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა, გამარჯვებული გუნდის წევრებს  გამარჯვება პირადად მიულოცა და ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.  აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია. {AG}2014.10.24-turniri.judo{/AG}

სხვა სიახლეები