სიახლეები

მარნეულს ირანის ისლამური რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები ეწვივნენ

29 ოქტ, 2014

29 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სამუშაო ვიზიტით, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტო დელეგაციის წევრები   იმყოფებოდნენ, რომლებიც ამავდროულად არიან  ირან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებიც. სტუმრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ-მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ალი მამედოვი, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილეები,  საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევიდა მისი  მოადგილე ვალერი მეტრეველი.

აღსანიშნავია, რომ ირანელ დელეგატთა შორის  იმყოფებოდა ფერეიდნელი ქართველი მუჰამედ-ალი ასფანანი, რომელიც  ირანის პარლამენტის დეპუტატია.სამუშაო შეხვედრის ძირითად თემას   მხარეებს შორის  კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევენ ისაუბრეს საგანმანათლებლო  გაცვლითი პროგრამების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზეც.მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა - სტუმრებს რაიონის  კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო და  სამომავლოდ ირანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. {AG}2014.10.29-iranelebi{/AG}

სხვა სიახლეები