თათბირი 29.10.2014
29 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტრადიციული თათბირი გაიმართა, სადაც გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების, ხშირი გათიშვის გამომწვევი მიზეზის გასარკვევად და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე სასაუბროდ, თათბირზე სპეციალურად იყვნენ მოწვეულნი ენერგო-პრო ჯორჯიას მარნეულის სერვის-ცენტრის უფროსი ლევან გუგუჩია და მისი მოადგილე გიორგი გიორგაძე.გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა, ენერგოსისტემაში დღემდე არსებული და მოუგვარებელი პრობლემის ოპტიმალური გზით გადაჭრა მოსთხოვა ბატონ ლევან გუგუჩიას. ელექტრო ენერგიის ხშირი გათიშვის მიზეზად ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ამორტიზებული ტრანსფორმატორები და ელექტროქსელების სიძველე დაასახელა.თათბირზე მოწვეულმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ნუკრი მემარნიშვილმა ისაუბრა რაიონში კოოპერატივების შექმნის აუცილებლობაზე, აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობასა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მერსი ქორფსის პროგრამაზე, რომელიც ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებისთვის ხორციელდება.გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ხაზი გაუსვა სოფლებში კოოპერატივების შექმნის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება კოოპერატივების შექმნის გარეშე შეუძლებელია. {AG}2014.10.29-tatbiri{/AG}