სიახლეები

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულის სოფლებშიც განხორციელდა

30 ოქტ, 2014

წელს  მარნეულის მუნიცილაპიტეტში  სოფლებთან მისასვლელი  გზის  კეთილმოწყობისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი  პროექტი განხორციელდა.საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში,   ასფალტ-ბეტონი დაიგო  - სოფელ ყულართან, ბეგლიართან, თამარისთან მისასვლელ გზებზე,  ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა  სოფელ წერეთლის შიდა გზას.

სოფელ ყულართან მისასვლელი გზის აღდგენის სამუშაოებს შპს- „ქცია, ხოლო სოფელ ბეგლიართან, სოფელ  თამარისთან მისასვლელ გზებსა და   სოფელ წერეთლის შიდა გზის  კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „ქვენიფნელი“ ასრულებდა.აღნიშნული პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც დაიხარჯა  2 150 204 ლარი. {AG}2014.10.30-gzebis.reabilitacia{/AG}

სხვა სიახლეები