შეხვედრა შაუმიანში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობასთან
30 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მისი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამაჩაბლოდან, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცვნენ მათ პრობლემებს. შაუმიანის დასახლებაში 187 ოჯახი.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას დევნილი მოსახლეობის მიერ ძირითად პრობლემებად სოციალური, კომუნალური და ინფრასტრუქტურული საკითხები გამოიკვეთა.როგორც შეხვედრაზე მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა საქართველოში არ დარჩება დევნილთა დასახლება სადაც არ ჩავა და არ მოინახულებს იქ მცხოვრებ ოჯახებს. მისივე თქმით სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან მოგვარებაზე, რათა მათ ჰქონდეთ შემოსავლის წყარო, საკუთარი საცხოვრებელი ფართი და მიწა, თუმცა მანამდე აუცილებელია მათ წინაშე არსებული ელემენტარული სოციალური პრობლემების სწრაფი გადაჭრა.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლმა მერაბ თოფჩიშვილმა სტუმრებს მოუთხრო დევნილთა დასახმარებლად უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სამუშაოებიც გააცნო. „აქ მცხოვრებ დევნილ ოჯახთა პრობლემებს სიღრმისეულად ვიცნობ. მე, მათ წინა შეხვედრის დროს დავპირდი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აუცილებლად მოვიდოდით, მოვუსმენდით მათ პრობლემებს და მათთან ერთად ვიმსჯელებდით გადაჭრის გზებზე. ადგილობრივი ხელისუფლება კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ ყველაფერი გააკეთოთ აქ მცხობრები ოჯახების დასახმარებლად.“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლმა მერაბ თოფჩიშვილმა.აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა დევნილთა საცხოვრებელი შენობების გადახურვა და ასევე სოფელში დევნილთა დასახლებაში ხევზე გადასასველი ხიდის მშენებლობა. {AG}2014.10.30-shekhvedra.devnilebtan{/AG}