ქალაქ მარნეულში წელს 31 ქუჩა განათდა
ქალაქ მარნეულში 2014 წელს, გარე განათების მოწყობა- რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84.999 ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში გარე განათების სისტემა დამონტაჟდა - სულხან-საბას, პუშკინის, მაზნიაშვილის, ბორჩალოს, ჯავახისვილის, გოგებაშვილის, ხალილოვის, თაყაიშვილის, ნარიმანოვის ჩიხი 4, მუსხელიშვილის, გიორგაძის, ახუნდოვის, საბირის,უიარაღოს, ლაღიძის, ყაზბეგის, 9 აპრილის, ქობულეთის, ლერმონტოვის,აბდულ შაიგის, გუდიაშვილის, რასულზადეს, მაისურაძის, ნიზამის, ორბელიანის, ალგეთის აზი ასლანოვისა და რუსთაველის ქუჩებზე (ელევატორის სახლები), ასევე განათდა ჯანდარის დასახლება და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის 14 მაისს დაიწყო და 13 ივლისს დასრულდა, შპს „მადლი“ ასრულებდა. {AG}2014.10.31-gareganateba{/AG}