გამგეობაში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის „European Tobacco Baku“-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
31 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო ვიზიტით თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის „European Tobacco Baku“- ს გენერალური მენეჯერი პიერ კროიზერი და ქარხნის დირექტორი ელშად ნადიროვი იმყოფებოდნენ.
სტუმრები მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს შეხვდნენ, სადაც რაიონში ტრადიციული თამბაქოს ფოთლის საცდელი პარტიების მოყვანის შესახებ ისაუბრეს.აღნიშნული კომპანიის მიერ, თამბაქოს კულტურის მოყვანისთვის მარნეულის მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ იქნა ორი სოფელი, ესენია: კასუმლო და ალგეთი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოფელ სადახლოში ანალოგიური საპილოტე პროექტის განხორციელების საკითხზე.გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებისგან დაწვრილებით მოისმინა რაიონში განსახორციელებელი პროექტის შესახებ ინფორმაცია და სტუმრებს გამგეობის მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა. {AG}2014.10.31-stumrebi.tambaqos.sawarmo.marneulshi{/AG}