ქ. მარნეულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა
დღეს ქ. მარნეულის მოსახლეობას, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამედიცინო ცენტრის "გიდმედის" ერთობლივი ძალისხმევით უფასო სამედიცინო გამოკვლევა-კონსულტაციები, ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, დილიდან დღის განმავლობაში ორმოცდაათამდე მოქალაქეს ჩაუტარდა თავის, წელისა და კისრის მიდამოს ტკივილის დიაგნოზირება. პაციენტებს მედიცინის დოქტორი შალვა გაბადაძე უსასყიდლოდ მოემსახურა. აქციას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მისი მოადგილეები და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. {AG}2014.11.01-samedicino.gamokvleva{/AG}