სიახლეები

აშურას დღე მარნეულში

04 ნოე, 2014

მუსლიმთა სამყარომ აშურას დღე აღნიშნა. ამასთან    დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რაიონის მასშტაბით მდებარე  ხუთ მეჩეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო  კოლექტიურ  ლოცვასა და   სამგლოვიარო საგალობლებს.  

აშურა - წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილი გლოვის დღეა, რომელიც  VII საუკუნეში, ქარბალას ბრძოლის დროს მოწამეობრივი სიკვდილით გარდაიცვალა. {AG}2014.11.04{/AG}

სხვა სიახლეები