მარნეული სოლიდარობის ფონდს შეუერთდა
4 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელ ზაურ დარგალთან ერთად პირველი გასვლითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოჩიშვილი, გამგეობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, განათლების სამსახურისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანადგომისათვის და გააცნო დეტალური ინფორმაცია დღეისათვის ფონდის მიერ მობილიზებული რესურსებისა და მხარდაჭერილი ბენეფიციარების შესახებ. მისი განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვისა და სოლიდარობის ფონდის პროგრამებით საქართველოში 22-წლამდე ასაკის ონკოლოგიურ პაციენტთა დაფინანსების პრობლემა უკვე გადაჭრილია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდარობის ფონდი 2015 წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად შესძლებს პროგრამების გაფართოვებას შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა განაცხადა დღეისათვის ფონდის მიერ დაფინანსებული 25 ბენეფიციარიდან ერთ-ერთი მარნეულის რაიონში მცხოვრები 6 წლის ბავშვია. მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გამგეობის სახელით მადლობა გადაუხადა ფონდის წარმომადგენლებს და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მინიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები უკვე შეუერთდნენ სოლიდარობის ფონდს, რაც მათ მიერ ყოველთვიური ნებაყოფლობითი მცირე დონაციებით გამოიხატება. {AG}2014.11.04-solidarobis.fondis.prezentacia{/AG}