სიახლეები

მარნეულის გამგეობაში ბოსტნეულის წარმოების ტექნიკის შესახებ ტრენინგი გაიმართა

04 ნოე, 2014

  4 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  ბოსტნეულის წარმოების ტექნიკის შესახებ  ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც   სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ტრენინგები პროექტის „ექსტანციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზანად ისახავდა  ცენტრის თანამშრომლების  ინფორმირებულობას  ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ფერმერებისთვის მრავალფეროვანი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.  ტრენინგის მონაწილეებს სემინარის დასრულების შემდეგ  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და   აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "ექსტენციისა და საკონსულტაციო  მომსაუხრების გაძლიერება საქართველოში"-ს ხელმძღვანელი  როლანდ სმიტი შეხვდნენ, სადაც საუბრის ძირითად თემას    მარნეულში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები წარმოადგენდა.  ,,ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერების“ (SEAS)-ის პროექტი USAID-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებას და მათთვის სოფლის მეურნეობაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას. {AG}2014.11.04-sof.meurneobis.ministris.moadgile{/AG}

სხვა სიახლეები