სიახლეები

გამგეობაში დებედა ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო

06 ნოე, 2014

  6 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შპს „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა დებედა ჰესის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყვეს, რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზაურ ტაბატაძე,  მარნეულის გამგეობის სხვადასხვა  სამსახურის   თანამშრომლები, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლევან იოსელიანი,  დებედა ჰესის პროექტის  შპს „ექსპო ჯორჯია“-ს წარმომადგენლები და სხვა სპეციალისტები.

  სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცვნეს ჰესის გარემოზე  ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს  ცალკეული დეტალები.  დებედა ჰესის (3 მვტ სიმძლავრის) მშენებლობის და ექსპლუატაციის   პროექტის განხორციელება დაგეგმილია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების დამია-გიაურარხისა და მამაის (კიროვკა) შორის ტერიტორიაზე. პროექტის მიხედვით  სათავე კვანძი მოეწყობა ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პკ130+00-პკ140+00 მონაკვეთზე. ამ მონაკვეთზე არხი გადის დახურული, რკინაბეტონის გალერეით.   1700 მეტრიანი სიგრძის სადაწნეო მილსადენი მოეწყობა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, გადაკვეთს მარნეული-შულავერი-სადახლოს საავტომობილო გზას და შეუერთდება ჰესის მიწისზედა შენობას. ნამუშევარი წყლის გამყვანი არხი გაყვანილი იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. გამყვანი არხი შეუერთდება მდ. დებედას.  პროექტის მიხედვით  ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ჩაირთვება რეგიონის ენერგოსისტემაში და რეალიზებული იქნება ადგილობრივ ბაზარზე.  დებედა ჰესის პროექტს  ახორციელებს შპს „ჰიდრო ჯორჯია”, ხოლო  მისი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში მომზადებულია შპს „გამა კონსალტინგი”-ს მიერ. {AG}2014.11.06-debeda.hesis.zemoqmedeba.bunebaze{/AG}

სხვა სიახლეები