სიახლეები

გამგებელის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

07 ნოე, 2014

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი  არასამთავრობო ორგანიზაციების - ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალთა ფონდი ტასოს წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს   აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში  განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის გაცნობა და ამ მიმართულებით მომავალ  ღონისძიებებში  ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის საკითხის განხილვაც  წარმოადგენდა.შეხვედრაზე განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა   მარნეულის  სოფლის  მოსახლეობის  პასიურ ჩართულობაზე პროექტებში   და ამ მიმართულებით  პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.გამგებელმა მერაბ  თოფჩიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს მადლობა გადაუხადა რაიონის მასშტაბით  განხორციელებული სამუშაოებისთვის  და  მათი მხრიდან  გაჟღერებულ  ინიციატივებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. {AG}2014.11.07-samushao.shekhvedra.arasamt.organizaciastan{/AG}

სხვა სიახლეები