სოფლის მეურნეობის დარგის ლიტველი სპეციალისტების ვიზიტი მარნეულში
დღეს, 6 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო ვიზიტით ლიტვაში სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს მრავალფეროვანი საკონსულტაციო მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით ლიტვური გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივი ფერმერების დასახმარებლად.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ლიტველი სპეციალისტების პროფესიონალიზმსა და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ლიტვიელ სტუმრებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოს სასოფლო- სამეურნეო დარგის პრიორიტეტებსა და განვითარების პრესპექტივებზე ისაუბრეს. {AG}2014.11.06-soflis.meurneobis.sakonsult.centris.seminari{/AG}