სიახლეები

თათბირი 11.11.2014

11 ნოე, 2014

11 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  სამშაბათის  ტრადიციული  თათბირი გაიმართა, სადაც გამგებლის მოადგილეებმა ზაურ ტაბატაძემ, თემურ ბერიძემ და ქამანდარ ისმაილოვმა  სსიპ-ის ხელმძღვანელებთან,  შპს-ს დირექტორებთან და  ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად  შეაჯამეს გაწეული  სამუშაოები   და  სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

თათბირზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის შეშის მომარაგებისა  და  ცალკეულ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხზე.შპს „ხრამ-დებედა“–ს აუზის სისტემური სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ  სარწყავი არხების რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ   ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები რვა მაგისტრალურ არხზე მიმდინარეობს. მისი თქმით, მომავალი წლისთვის ყველა სოფლის შიდა სარწყავი არხების ქსელების  გაწმენდა იგეგმება.  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ჯუმბერ შუბითიძემ დამსწრეთ   რაიონის მასშტაბით სოფლის მეურნების დარგში არსებული სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 2400 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო 220 ჰექტარი უკვე დაზღვეულია.თათბირზე შპს სოფ.წყალის დირექტორმა ბადრი ქველაძემ  სოფელ კაჩაგანში სასმელი წყლის ხუთკილომეტრიანი მოცულობის მაგისტრალური  მილსადენის   სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამიერიდან  სასმელი წყლის პრობლემა გადაეჭრება სოფელ კაჩაგნის, თაქალოსა და კასმუსლოს მოსახლეობას. {AG}2014.11.11-gamg.tatbiri{/AG}

სხვა სიახლეები