სამუშაო შეხვედრა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, სადაც მიწვეულები იყვნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერები ზაალ ანჯაფარიძე და ირინა ღუღუნიშვილი უძვებოდნენ, რომლებმაც დამსწრეთ ფონდის პროგრამები, პროექტები და პრიორიტეტები გააცვნეს. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილზე სამოქალაქო სექტორისა და მედიაში არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული დეტალები . {AG}2014.11.07-usaid-samushao.shexvedra.donortan{/AG}