სიახლეები

გამგებელი №3 საბავშვო ბაღს ესტუმრა

12 ნოე, 2014

  დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად №3 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც პატარა აღსაზრდელებმა შემოდგომის ზეიმი გამართეს.გამგებელმა ღონისძიებაზე შეკრებილ პედაგოგებს, მშობლებსა და აღსაზრდელებს გულითადი მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის და შემოქმედებით საქმიანობაში  წარმატება უსურვა.

  ზეიმის დასრულების შემდეგ გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერეს და მათ საჭიროებებს ადგილზე  გაეცვნენ. {AG}2014.11.12-sabavshvo.bagi{/AG}

სხვა სიახლეები