სიახლეები

გამგეობაში მარნეულის სასმელი წყლის მომარაგების საკითხებზე იმსჯელეს

13 ნოე, 2014

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს  შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის " ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ახლად დანიშნულ  მენეჯერთან  ზურაბ მელიქიშვილთან.

შეხვედრაზე  განიხილეს დაგეგმილი პროექტების  ურთიერთკოორდინაციის რეჟიმში განხორციელების საკითხები და ასევე   დეტალურად იმსჯელეს სასმელი წყლის  სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.როგორც შეხვედრაზე შპს  "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქალაქ მარნეულში   წყლის  გამრიცხველიანების პროცესი ბოლო ეტაპზეა   და სავარაუდოდ, სამ თვეში დასრულდება.შეხვედრის მხარეებმა ასევე ისაუბრეს აზიის განვითარების ფონდის  დაფინანსებით  ქალაქ მარნეულში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო  ქსელების რეაბილიტაციის პროექტის სამომავლოდ განხორციელების პერსპექტივაზეც.  როგორც შეხვედრაზე გაცხადდა,  პროექტი კორექტირების პროცესშია და ამ ეტაპზე,   აზიის განვითარების ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა დაზუსტდეს ვადები, თუ როდის მოხდება აღნიშნული პროექტის დაფინანსება. {AG}2014.11.13-wyalmomaragebis.kompania{/AG}

სხვა სიახლეები