მარნეულში „ქართველები ევროპაში -ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
12 ნოემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკამ“ ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორასთან“ ერთად პროექტის „ქართველები ევროპაში -ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“-ს გაცნობითი პრეზენტაცია გამართა.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, აღნიშნული პროექტი ორწლიანია და მოიცავს ორ რეგიონს: სამცხე-ჯავახეთსა და (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) და ქვემო ქართლს (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი).პროექტის მთავარი მიზანია სასაზღვრო მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ვიშეგრადის ქვეყნების (პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი) გამოცდილების გაზიარებით. პრეზენტაციაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი იმყოფებოდა. მან მადლობა გადაუხადა პროექტის პრეზენტატორებს და რაიონში სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფერმერები, გამგებლის წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიული ერთეულებიდან, გამგეობის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები ერთნიკურად დასახლებული სოფლებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. {AG}2014.11.12-shexvedra.usaidshi{/AG}