სიახლეები

მარნეულში 19 იძულებით გადაადგილებული ოჯახი საკუთრების მფლობელი გახდა

14 ნოე, 2014

დღეს ქალაქ მარნეულში 20 იანვრის ქუჩაზე მდებარე ყოფილი  საბავშვო ბაღის შენობაში შესახლებულ  აფხაზეთიდან  დევნილ 19 ოჯახს  უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.

მოწმობების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ  მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი  პირები, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე  შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, USAID-ს მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი და დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონალური წარმომადგენელი პოლ მაკინტოში.მარნეულში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 2013 წლის 12 ნოემბერს  19 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცათ, თუმცა ამ დრომდე ფართები მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა. დევნილ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად -1ლარად დაუკანონდათ.ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების  (USAID-ის) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.ორსართულიანი შენობის ყველა ბინაში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, გარე განათების ქსელი და პარკირების ადგილი. დევნილებმა ჩამოაყალიბეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საერთო სარგებლობის ფართზე ზრუნვისა და საკუთრების ერთობლივად მოვლის მიზნით. {AG}2014.11.14-shekhvedra.devnilebtan{/AG}

სხვა სიახლეები