მარნეულის მუნიციპალიტეტში „წერეთლობა“ აღნიშნეს
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში სოფლის დაარსების 63 წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დღესასწაული გაიმართა, რომელსაც გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
წლების განმავლობაში მარნეულში „წერეთლობა“ აღარ ჩატარებულა, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის ინიციატივით ტრადიცია აღდგა, რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის კულტურის სახლთან არსებულმა მუსიკისა და ცეკვის ანსაბლებმა, სოფელ წერეთელისა და საიმერლოს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა წერეთლის მოსახლეობას პირადად მიულოცა სოფლის დღესასწაული, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. კონცეტრის დასრულების შემდეგ შეჯიბრი გაიმართა მკლავჭიდში, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.სოფლის დღესასწაულთან დაკავშირებით მეგობრული მატჩი შედგა სოფელ საიმერლოსა და წერეთლის საფეხბურთო გუნდებს შორის. {AG}2014.11.14-weretloba.marneulshi{/AG}