სიახლეები

დასუფთავება-გამწვანების აქცია მარნეულში

15 ნოე, 2014

15 ნოემბერს  მარნეულის მუნიციპალიტეტში  დასუფთავება - გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა საჯარო სკოლის ეზოები და დაირგო 500 - მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი.

ხეების დარგვაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  ინიციატივით დაწყებული  მასშტაბური კამპანიის  „მწვანე მომავალის“  ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში,   6 დან -15 ნოემბრამდე,    იფანის, საპნის ხის, ელდარის ფიჭვისა და  თრიმლის ჯიშის სულ 4000 ძირი ნერგი დაირგო.  აღსანიშნავია, რომ აქცია  „მწვანე მომავალი“ მიმდინარე წლის მარტის თვიდან ხორციელდება, რომლის  ფარგლებში გაზაფხულზე, საქართველოს მასშტაბით 300 000–მდე სხვადახვა სახეობის ნერგი დაირგო. გამწვანების კამპანია აქტიურად გრძელდება შემოდგომაზეც. {AG}2014.11.15-dasuftaveba-gamwvanebis.aqcia{/AG}

სხვა სიახლეები