„სიდას“ შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
დღეს მარნეულის გამგეობის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდამ“ კამპანია „თვითმმართველობის დროას“ ფარგლებში ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.„სიდას“ მიერ მსგავსი შეხვედრები ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება პროექტის "თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა" ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია ,,სიდა.“აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეთა შორის დისკუსიაც გაიმართა, სადაც ახალი კანონპროექტის ფორმირების საკითხზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. {AG}2014.11.19-cida{/AG}