სოფელ იმირში განხორციელებული პროექტები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში მცხოვრებთათვის სასმელი წყლის პრობლემა წლების განმავლობაში მწვავედ იდგა. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა, რისთვისაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 11 609 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 556,60 ლარი დაიხარჯა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 მაისს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა. სასმელი წყლის სისტემის კეთილმოწყობის სამუშაოებს ასრულებდა შპს „ამირანი“.გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით სოფელში აშენდა სარიტუალო ინვენტარის შესანახი ოთახი, რისთვისაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაიხარჯა 16 897,81 ლარი და წელსვე განხორციელდა სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები. {AG}2014.11.24-imiri{/AG}