მარნეულში ორი კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა
ქალაქ მარნეულში ორი ახალი კომბინირებული მინი სპორტული მოედნის მშენებლობა- რეკონსტრუქციის პროექტი ხორციელდება. პროექტის მიხედვით მოედნები ჯანდარის დასახლებასა და აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყობა, რომელიც განკუთვნილი იქნება სპორტის რამდენიმე სახეობის - ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის და ხელბურთის სათამაშოდ. პროექტის ფარგლებში დაიგება ხელოვნური საფარი, დამაგრდება კალათბურთის ფარები, ფრემბურთის ბადეები და შემოიღობება რკინის ღობით.
სპორტული მოედნების მშენებლობა- რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის რომელსაც შპს „ალგეთი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 500 ლარი გამოიყო. სპორტული მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე დასრულდება. {AG}2014.11.24-stadionebi{/AG}