სოფელ თამარისში განხორციელებული პროექტები
წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის კულტურის სახლს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 20 180 ლარი დაიხარჯა. სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის 29 მაისიდან 30 ივლისამდე მიმდინარეობდა შპს „ლადო“ ასრულებდა.
თამარისში ასევე განხორციელდა შიდა სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტიც, რისთვისაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 11 120 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 933 ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა შპს „საგზაო-სამშენებლო კომპანია კავკასიონი 2014“. თამარისის სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტი, მიმდინარე წლის 12 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. {AG}2014.11.24-tamarisis{/AG}