ქალთა მიმართ ძალადობის საპროტესტო აქცია მარნეულში
25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან გაიმართა აქცია ლოზუნგით -„ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე“. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციიების, სხვადასხვა სასწავლებლებისა და სტურქტურების წარმომადგენლები.
აქციაზე მონაწილეთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად მივიდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილეები, მარნეულის რაიონული პროკურორი გიორგი კაკულია და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ლეილა მამედოვა. მსგავსი აქციები ერთდროულად საქართველოს 20-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. {AG}2014.11.25-manifesti.qalta.mimart.dzaladoba{/AG}