სიახლეები

გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდა

27 ნოე, 2014

17- 21 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის წევრებთან ერთად პროექტის  „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციისა და  შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს რეგიონებში“-ის ფარგლებში  და ლიტვის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის მოწვევით სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით  სამუშაო შეხვედრები მოეწყო  ლიტვის  ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციაში, ლიტვის სეიმში, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.პროექტს   „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციისა და  შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს რეგიონებში“- საქართველოს  ადგილობრივი თვითმმართველობის  ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. {AG}2014.11.26-gamgeblis.viziti{/AG}

სხვა სიახლეები