მარნეულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარნეულში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლპობების მქონე სამ მოქალაქეს სამედიცინო ეტლები გადასცა.
თავდაპირველად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ქალაქ მარნეულში 6 წლის ელდარ ჯაფარლის ოჯახს ეწვივნენ და ეტლი პირადად გადასცეს, შემდგომ კი მოინახულეს სოფელ თამარისში მცხოვრები 12 წლის ჯუბა ეჯიბაძე და სოფელ საიმერლოში მცხოვრები 82 გიორგი შუბითიძე, რომელთაც ასევე გადაეცათ სამედიცინო ეტლები.აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთ- ერთი ეტლი საჩუქრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „თამარიონისგან“, ამავე ფონდის ვიცე- პრეზიდენტის მამუკა გიგლემიანის ინიციატივით მიიღო. ამ ეტაპისთვის დაკმაყოფილებული იქნა გამგეობაში ეტლის მისაღებად შემოსული ოთხივე განცხადება. {AG}2014.12.03-Etlebis.gadacema.Sh.Sh.M.pirebze{/AG}