მარნეულმა მედიაპროექტ „ეტალონს“ უმასპინძლა
მედიაპროექტ „ეტალონის“ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა , სადაც საჯარო სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრას გამგებელი მერაბ თოჩიშვილი, გამგებლის მოადგილეები თეიმურაზ ბერიძე და ქამანდარ ისმაილოვი ესწრებოდნენ.შეხვედრის მიზანი წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივირება და პედაგოგების წახალისება იყო.შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც წამყვანმა შეკრებილ საზოგადოებას გადაცემასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო, მოგვიანებით კი აქტიური მოსწავლეები „ეტალონის“ კითხვების კრებულით დაასაჩუქრა.შეხვედრის დამსწრეთ სიტყვით მიმართა მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა. მან პირადად გადაუხადა მადლობა მედიაპროექტ „ეტალონის“ავტორს, შემოქმედებით კოლექტივს და წარმატება უსურვა, ხოლო მოსწავლეებს პროექტში მონაწილებისკენ მოუწოდა. გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ახალი საიტის www.EtaNews.ge-ს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ დაწერონ ნარკვევი: „ცნობილი ადამიანები“, „ისტორიული ძეგლები“ და „შთამბეჭდავი ფოტოები“, რომელიც აღნიშნულ საიტზე განთავსდება, საუკეთესო ნარკვევის ავტორი კი დასაჩუქრდება. ნარკვევი კონკრეტულად იმ რეგიონს უნდა ეხებოდეს, რომელსაც პროექტის ავტორი ესტუმრება. {AG}2014.12.10-etaloni{/AG}