სიახლეები

მარნეულის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

11 დეკ, 2014

. მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების  2013-2014 სასწავლო წლის წარჩინებით კურსდამთავრებული  ხუთი მოსწავლე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.

მედლების გადაცემის ცერემონია, გამგეობის შენობაში გაიმართა. დაჯილდოვების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები,   მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.წარჩინებულებს მედლები  მარეულის მუნციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოჩიშვილმა, გამგებლის მოადგილემ ქამანდარ ისმაილოვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევბმა გადასცა. მათ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და  კარიერული წინსვლა უსურვეს.აღსანიშნავია, რომ ორი ოქროს მედალით   ქ. მარნეულის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეები -ანა შარვაშიძე და მარიამ მუმლაძე დაჯილდოვდნენ, ხოლო ვერცხლის მედლები სოფელ შაუმიანის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეს ლილე ქრისტესიაშვილს, სოფელ ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლეს ანნა ტანდარიანსა და ქ. მარნეულის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეს ლიკა თოფურიას გადაეცათ. {AG}2014.12.11-warchinebuli.mosewavleebis.dajildoeba{/AG}  

სხვა სიახლეები