სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანები გადაეცა

13 დეკ, 2014

მარნეულის მუნიციპალიტეტს, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების 3 მანქანა გადაეცა.

ქვემო ქართლის რეგიონისთვის  მანქანების გადაცემის ცერემონია, დღეს  ქალაქ რუსთავში მერიის წინ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ   ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი რამინ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, დირექტორის მოადგილე გიორგი შათირიშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია,  ასევე გარდაბნის,  თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.განაწილების ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 10 ავტომობილით განახლდა.ავტომანქანების განაწილების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტს 2 მაღალი გამავლობის და 1 საშუალო გამავლობის ავტომობილი, გარდაბანის მუნიციპალიტეტს - 3, ხოლო თეთრიწყაროს, ბოლნისის, რუსთავისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს  თითო- თითო ავტომობილი გადაეცათ.სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 29 ოქტომბერს დაიწყო. წლის ბოლომდე კი ავტოპარკი 180 მანქანით სრულად განახლდება. {AG}2014.12.13-saswrafoebis.gadmocema{/AG}

სხვა სიახლეები