სიახლეები

სოფელ სადახლოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანა გადაეცა

15 დეკ, 2014

15 დეკემბერს სოფელ სადახლოს მოსახლეობისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს 13 დეკემბერს სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გადაეცა 2 მაღალი გამავლობის და 1 საშუალო გამავლობის სასწრაფო სამედიცინო მანქანა, რომელიც შემდეგნაირად განაწილდა: 1 სადახლოს ტერიტორიულ ერთეულს,  1 ქუთლიარს, ხოლო 1 ქალაქ მარნეულის ტერიტორიულ ერთეულს. {AG}2014.12.15-sadakhlo.saswrafos.manqanis.gadacema{/AG}

სხვა სიახლეები