სიახლეები

ქართული ენის უფასო სწავლება

18 დეკ, 2014

18 დეკემბერს, 15:00 საათზე მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და მარნეულის გამგეობის თანადგომით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შექმნილი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მანძილზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტს ახორციელებსერთ-ერთი ასეთი პროექტი შემეცნებით ინტერნეტ პორტალ www.teach.ge-სთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდასამინისტროს დაფინანსებით საიტზე შეიქმნა სპეციალური სასწავლო მოდული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლის პროცესის გამარტივების მიზნით.აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსდა რუსულ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული სასწავლო ონლაინ გაკვეთილები. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით {AG}2014.12.18-qartuli.enis.ufaso.kursi{/AG}

სხვა სიახლეები