გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალაქ მარნეულის კულტურის სახლში გათობისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თურსი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 72 192 ლარი.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოგვიანებით ბიბლიოთეკის მშენებლობის პროცესსაც გაეცვნენ.ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომლის პროექტი შპს „მშენ-ექსპერტმა“ შეიმუშავა მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის #71/73-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით 333 000 ლარია გამოყოფილი. {AG}2014.12.19-kulturis.saxlshi.samushaobebi.da.iblioteka{/AG}