სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეეს სერტიფიკატები გადაეცათ

22 დეკ, 2014

22 დეკემბერს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო მოხელეს,  რომელთაც  სსიპ - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივი კურსები გაიარეს,  სერტიფიკატები გადაეცათ.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას, რომელიც  მარნეულის მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა, დაესწრნენ გამგებელი მერაბ  თოფჩიშვილი,  ადგილობრივი თვითთმართველობის ხელმძღვანელი პირები და აღნიშნული სკოლის წარმომადგენლები.საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამის მიზანს წარმოადგენს  სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლება- მათი პროფესიული საქმიანობის  ეფექტურად წარმართვისთვის.სასწავლო  კურსი   ქალაქ ქუთაისში მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე მიმდინარეობდა.აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამა ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სისტემატურად ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ  სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. {AG}2014.12.22-sertifikatebis.gadacema-jvanias.skola{/AG}

სხვა სიახლეები