მარნეულის მუნიციპალიტეტს ქვემო ქართლის გუბერნატორი ეწვია
25 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტს ახლად დანიშნული ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესტუმრა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელიც გამგეობის შენობაში შედგა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ძირითადი თემას მარნეულში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების მიმოხილვა წარმოადგენდა, სასდაც ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.შეხვედრის დასრულების შემდგომ გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა მხარის გუბერნატორს მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერებინა.გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს. მან მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელობას ურთიერთთანამშრომლობის კუთხით სრული მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატება უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში. {AG}2014.12.25-gubernatoris.viziti{/AG}